ავტორი
 

დეტექტივი კალე ბლუმკვისტი

დეტექტივი კალე ბლუმკვისტი
დააკლიკეთ გასადიდებლად
ფასი: 11.90 GEL
ISBN: 978-9941-15-143-9
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
გამომცემელი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: მაგარი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2010
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 176
შეფასება:
(0)

13 წლის კალე ბლუმკვისტი მოწოდებით დეტექტივია, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ბანდიტებით სავსე ჩიკაგოში ცხოვრობს და არც ლონდონის ჯურღმულებში... ის მშობლებთან ერთად შვედეთის ერთი პატარა, ერთფეროვანი და მოსაწყენი ქალაქის მკვიდრია, რომელსაც სულ ორი ქუჩა და ერთი პატარა მოედანი აქვს.

კალესა და მის უახლოეს მეგობრებს, ანდერსსა და ევა–ლოტას, "თეთრი ვარდების" სახელით შტაბი მოუწყვიათ და "ალისფერ ვარდებთან" თავდაუზოგავად ომით ირთობენ თავს. ეს ნამდვილი ომი არ გეგონოს – საზაფხულო არდადეგებზე ერთი ჩვეულებრივი გასართობია.

ნამდვილი თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა ქალაქს ძია ეინარი ეწვევა. დეტექტივ კალე ბლუმკვისტის მახვილი თვალი უმალვე ამჩნევს ძია ეინარის ავ ზრახვებსა და საეჭვო ქცევას, მაგრამ პატარა ბიჭს ვინ დაუჯერებს?! ამიტომაც კალე ფარულ გამოძიებას იწყებს. მიჰყევი ძიების კვალს და ნახავ, როგორ ამხელს საშიშ დამნაშავეს 13 წლის დეტექტივი.

"დეტექტივი კალე ბლუმკვისტი" ასტრიდ ლინდგრენის ბიბლიოთეკის მორიგი წიგნია. ეს სერია "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემულ ასტრიდ ლინდგრენის საბავშო წიგნებს აერთიანებს.

კომენტარის დატოვება შეუძლია მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებელს!
ამ პროდუქტისთვის დამატებითი აღწერა არ არის.