ავტორი
 

ნაციონალური იდენტობა

ნაციონალური იდენტობა
დააკლიკეთ გასადიდებლად
ფასი: 9.65 GEL
ISBN: 978-99940-64-36-6
ავტორი: ენტონი დ. სმიტი
გამომცემელი: ლოგოს პრესი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2008
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 277
შეფასება:
(0)

რატომ არიან ადამიანები ნაციის ერთგულნი - ოჯახის, რეგიონის, კლასის და რელიგიის დარად? როდის გარდაიქმნება ნაციონალური იდენტობის ჯანსაღი გრძნობა ავბედით ნაციონალიზმად? რა ეთნიკური საფუძველი აქვს ასე მრავალრიცხოვან თანამედროვე კონფლიქტებს? შესაძლებელია თუ არა ნაციების შექმნა მოდელის მიხედვით იმ შემთხვევაში, როცა კოლონიური ან მულტიეთნიკური იმპერიები ინგრევა? შესაძლებელია თუ არა ნაციის ზუსტი განმარტება?

ეს წიგნი ეძღვნება ამგვარი მნიშვნელოვანი და სადავო კითხვების ანალიზს. ენტონი დ. სმიტი სვამს კითხვას: რატომ წარმოიშვა პირველი თანამედროვე ერი-სახელმწიფოები დასავლეთში? იგი მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველყოფს ეთნიკური წარმომავლობა, რელიგია, ენა და საერთო სიმბოლიკა ნაციის შეგრძნებას - ბასკების, ქურთების და ტამილების შემთხვევაშიც კი, რომელთაც საკუთარი სახელმწიფოები არა აქვთ. თავის არგუმენტაციას ავტორი წარმოადგენს დეტალური მაგალითების თანხლებით, ყურადღებას ამახვილებს ნაციისადმი მყარი ერთგულების როგორც პოზიტიურ, ისე საზიანო ასპექტებზე; პროვოკაციულ უკანასკნელ თავში კი განიხილავს პოსტ-ნაციონალური მსოფლიოს პერსპექტივებს.

კომენტარის დატოვება შეუძლია მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებელს!
ამ პროდუქტისთვის დამატებითი აღწერა არ არის.