ავტორი
 

ბაბუაწვერას ღვინო

ბაბუაწვერას ღვინო
დააკლიკეთ გასადიდებლად
ფასი: 6.80 GEL
ავტორი: რეი ბრედბერი
გამომცემელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2010
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 368
შეფასება:
(5)

დაგ სპოლდინგის საოცარი ზაფხული... ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მის გვერდით და რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ დაგის ყოველდღიურობაში... აქ შეხვდებით მისტერ ჯონასს და მის საოცარ ფურგონს, “ძონძებითა და ძველმანებით” რომ არის სავსე. სწორედ ამ ძველმანებს შორის აღმოჩნდება ხოლმე ადამიანებისათვის სანატრელი ნივთები, რომლებსაც მისტერ ჯონასი უსასყიდლოდ და დაუნანებლად ურიგებს ყველას... მას ყველა საჭირო ნივთი აქვს, გამაჯანსაღებელი ჰაერიც კი, თითქმის სასიკვდილოდ განწირულ ბიჭს ამქვეყნისკენ რომ მოაბრუნებს...

 აქვეა მაგიური ძალით დაჯილდოვებული ბებო, ყოველგვარი რეცეპტებისა და წესების დაცვის გარეშე რომ ამზადებს სადილს. მის სამზარეულოში მუდმივი ქაოსია და სწორედ ამიტომაც მისი ნახელავი არასოდეს ჰგავს ერთმანეთს... თუმცა ამ ზაფხულს სწორედ მისი მაგია დადგა საფრთხის წინაშე...

მკვლელი, რომლის შიშითაც მოსაღამოვებულზე სახლებში იყუჟებიან პატარა ქალაქის მაცხოვრებლები და რომელიც თურმე სულაც არ გამოიყურება ისე, როგორც პატარა ბიჭებს წარმოუდგენიათ...

ბედნიერების მანქანა, ბაბუაწვერას ღვინო, ტენისის ახალი ფეხსაცმელი, კუდიანი ტარო, მარტოხელა მკვლელი და ჭრიჭინების ხმით გაზომილი ტემპერატურა – ანუ ოთხმოცდათორმეტი გრადუსი სპოლდინდი და არა ოთხმოცდაცხრა გრადუსი ფარენგეიტი...

გაატარეთ საინტერესო ზაფხული დაგ სპოლდინგთან ერთად! თქვენ დაუვიწყარი დღეები გელით!

კომენტარის დატოვება შეუძლია მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებელს!
ამ პროდუქტისთვის დამატებითი აღწერა არ არის.