ავტორი
 

წერის ნულოვანი დონე

წერის ნულოვანი დონე
დააკლიკეთ გასადიდებლად
ფასი: 3.00 GEL
ISBN: 9789941181184
ავტორი: როლან ბარტი
გამომცემელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2012
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 116
შეფასება:
(0)

როლან ბარტი (1915-1980) ფრანგი ლიტერატურათ­მცოდნე, სოციოლოგი, ფილოსოფოსი და სემიოტიკოსი გახლდათ. მისმა ნაშრომებმა იმოქმედეს ისეთ თეორიულ სკოლათა განვითარებაზე, როგორებიცაა სტრუქტურა­ლიზმი, სემიოლოგია, ეგზისტენციალიზმი, მარქსიზმი, პოსტსტრუქტურალიზმი... ერთი რამ, რაც ბარტის ნააზ­რევს აერთიანებდა, რადიკალური ეგალიტარიზმი, საყო­ველთაო თანასწორობის კონცეფცია იყო.  განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბარ­ტის მიდგომის არსი: მას სააზროვნო სკოლა არ შეუქმ­ნია, არც საკუთარი თავის მოდელირება უცდია საკუთარი თეორიის მიხედვით. ბარტის ნააზრევი ყოველთვის სტა­ბილობასა და მუდმივობას ეწინააღმდეგებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ არ არსებობს აზროვნების კანონი, მოდე­ლად რომ გამოვიყენებთ. ამდენად, ისინი, რომლებიც ინ­დივიდუალურ აზროვნებასა და ადაპტირების უნარს კონ­ფორმიზმსა და ორთოდოქსალიზმზე მაღლა აყენებენ, რომლებსაც კულტურაში ერთი რომელიმე მნიშვნელობა ურყევად არ მიაჩნიათ, თავისუფლად შეიძლება, ბარტის მიმდევრებად მივიჩნიოთ.  თქვენ წინაშეა როლან ბარტის ერთ-ერთი ყველაზე გა­მორჩეული და, მეცნიერული სიმწიფის თვალსაზრისით, ყველაზე ადრეული თხზულების – „წერის ნულოვანი დონე“  – პირველი ქართული თარგმანი, რომელიც ილიას სახელმ­წიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა ესმა ბერიკიშვილ­მა შეასრულა.

კომენტარის დატოვება შეუძლია მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებელს!
ამ პროდუქტისთვის დამატებითი აღწერა არ არის.