ავტორი
 

კულტურით უკმაყოფილება

კულტურით უკმაყოფილება
დააკლიკეთ გასადიდებლად
ფასი: 7.00 GEL
ISBN: 9789941181283
ავტორი: ზიგმუნდ ფროიდი
გამომცემელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2012
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 98
შეფასება:
(3)

ზიგმუნდ ფროიდმა თავისი ნაშრომებით საფუძველი ჩაუყარა ფსიქოანალიზს და დასაბამი დაუდო ჩვენს მოგზაურობას სულის დაუსრულებელ სიღრმეებში. ეს იყო მცდელობა, ახლებურად ეპასუხა კითხვებზე ადამიანის არსისა და ბედისწერის შესახებ.

ზიგმუნდ ფროიდის „კულტურით უკმაყოფილება“ ის ნაშრომია, სადაც ავტორი მსჯელობს ადამიანის მოთხოვნილებების და საზოგადოების მოთხოვნების დრამატულ შეუსაბამობაზე.

ფროიდის აზრით, „კულტურის“ ცნება იმ მონაპოვართა და ინსტიტუტების ერთობლიობის აღსანიშნავად გამოიყენება, რომელიც გვაშორებს ჩვენს ცხოველურ საწყისს  და ორ მიზანს ემსახურება – ადამიანების ბუნებისგან დაცვას და ადამიანებს შორის ურთიერთობათა რეგულაციას. სწორედ ამიტომაც მკვლევარი მიიჩნევს, რომ „კაცობრიობისთვის საბედისწერო მნიშვნელობა აქვს საკითხს იმის შესახებ, მოახერხებს თუ არა – და თუ მოახერხებს რამდენად – კულტურული განვითარების გზაზე დაიმორჩილოს აგრესიისა და თვითგანადგურებისაკენ ლტოლვა, რომელიც შეუძლებელს ხდის თანაცხოვრებას“.

კომენტარის დატოვება შეუძლია მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებელს!
ამ პროდუქტისთვის დამატებითი აღწერა არ არის.