ავტორი
 

საოცრებათა ქალაქი

საოცრებათა ქალაქი
დააკლიკეთ გასადიდებლად
ფასი: 22.00 GEL
ISBN: 978-9941-482-04-5
ავტორი: ედუარდო მენდოსა
გამომცემელი: ინტელექტი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2018
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
შეფასება:
(0)

ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ

 

„საოცრებათა ქალაქი“ ცნობილი ესპანელი მწერლის, სერვანტესის პრემიის ლაურეატის (2016), ედუარდო მენდოსას გახმაურებული რომანია. წიგნში მოთხრობილია მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ბარსელონის მშფოთვარე ცხოვრება. ქალაქის სოციალური და ეკონომიკური გარდაქმნის ფონზე მწერალი გვიამბობს პროვინციიდან დიდ ქალაქში ჩამოსული ბიჭის, ონოფრე ბოუვილას საოცარ ცხოვრებას. ანარქისტების დაქირავებული პროპაგანდისტიდან მსოფლიოში ყველაზე მდიდარ და გავლენიან ადამიანამდე მთავარი გმირის გასავლელი გზა ეპოქის უმნიშვნლოვანესი ისტორიული მოვლენების კონტექსტშია ნაჩვენები. ბარსელონაში ჩატარებულ ორ უნივერსალურ გამოფენას შორის მოქცეულია ონოფრე ბოუვილას ცხოვრებაც და ქალაქის ტრანსფორმაციაც – თუ როგორ იძენს ბარსელონა საკუთარ იდენტობასა და საერთაშორისო მნიშვნელობას. რომანს ფონად გასდევს კატალანურ-ესპანური დაპირისპირების ისტორიული მოტივებიც. 


ედუარდო მენდოსას „საოცრებათა ქალაქი“ თანამედროვე ესპანური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნია. 

კომენტარის დატოვება შეუძლია მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებელს!
ამ პროდუქტისთვის დამატებითი აღწერა არ არის.