ავტორი
 

უცხო უცხოთა ქვეყანაში

უცხო უცხოთა ქვეყანაში
დააკლიკეთ გასადიდებლად
ფასი: 22.90 GEL
ISBN: 9789941474415
ავტორი: რობერტ ჰაინლაინი
გამომცემელი: წიგნები ბათუმში
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2018
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 704
შეფასება:
(0)

ოცდახუთი წლის წინ მარსზე ადამიანი დაიბადა. მისი შობა არავის გაუგია, არც ვარსკვლავი გაბრწყინებულა ცაზე და არც მისი მოვლინებისთვის უციათ თაყვანი, მაგრამ მაინც ებოძა ოქრო, საკმეველი და მური; ებოძა აღთქმული მიწა, სამწყსო და სიტყვა გასავრცელებლად.
 
რობერტ ჰაინლაინის შემოქმედებით მწვერვალად მიჩნეული ,,უცხო უცხოთა შორის" დიდი წიგნია. დიდია მოცულობითა და შინაარსით, უფრო დიდი კი სიყვარულისა და თავისუფლების იმ მასშტაბითაა, რომელსაც პერსონაჟები ქადაგებენ და მოიპოვებენ, გასცემენ და დამცავ გარსად იკრავენ, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება გაუმკლავდნენ ტოტალიტარიზმს, რელიგიურ ფანატიზმსა და ბრმად მართულ ბრბოს.
 
გასული საუკუნის პირველ ნახევარში შექმნილი ნაწარმოები ყველაზე დროულია და ზუსტად ეხმიანება ყველა იმ პრობლემას, რომელთა წინაშეც თანამედროვე კაცობრიობა დგას.
 
თუმცა ხსნა დაგროკვაშია. ხოლო თუ გროკავ, შენ ხარ ღმერთი, რადგან ყველა, ვინც გროკავს ღმერთია.
 
 
მთარგმნელი: გაგი გაბრიჭიძე 
რედაქტორი: ია ვეკუა 
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი 
კომენტარის დატოვება შეუძლია მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებელს!
ამ პროდუქტისთვის დამატებითი აღწერა არ არის.