ავტორი
 

სხვა იოსები

სხვა იოსები
დააკლიკეთ გასადიდებლად
ფასი: 10.80 GEL
ISBN: 978-9941-463-76-1
ავტორი: ქეთევან დავრიშევი (დავრიშაშვილი)
გამომცემელი: არტანუჯი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2018
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 240
შეფასება:
(0)

ფრანგულიდან თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა. 
 
 
 
ქეთევან დავრიშევი (დავრიშაშვილი) დაიბადა პარიზში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. მისი დიდი ბაბუა დედის მხრიდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი ნოე ხომერიკი, მამის მხრიდან კი – სოციალ-ფედერალისტი და ცნობილი ავიატორი იოსებ დავრიშევი.
 
 
 
ქეთევან დავრიშევის ნაწარმოები „სხვა იოსები“ გამოქვეყნდა 2016 წელს. რომანმა „დე მაგოს“ (Deux Magots) პრემია დაიმსახურა. ავტორი წიგნის დასაწყისშივე გვიმხელს, რომ რომანის ინსპირაციის წყარო მისი დიდი ბაბუისა და იოსებ სტალინის საინტერესო და წინააღმდეგობრივი ურთიერთობაა. გორის პრეფექტის ვაჟი იოსებ დავრიშევი ქუჩის ბიჭების გარემოცვაში იზრდებოდა, რომლებსაც მასსავით უყვარდათ ბიბლიური ლეგენდები და კავკასიელი ყაჩაღები. ის პატარა სოსო ჯუღაშვილთან ერთად ოცნებობდა გმირობასა და დიდებაზე, თუმცა ეგზალტირებული, მებრძოლი და ქედმაღალი ამხანაგი აღიზიანებდა. მით უფრო, რომ სულ ხაზს უსვამდნენ მათ ფიზიკურ მსგავსებას. ჭორებიც დადიოდა პრეფექტ დავრიშევისა და სოსოს დედის ურთიერთობაზე.
 
 
 
რევოლუციური იდეებით მოფუთფუთე პარიზში სასწავლებლად წასული იოსები ტფილისში დაბრუნების შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდა, სოსო ჯუღაშვილს კი სხვა მიზნები ჰქონდა. მათ შორის უფსკრული გაღრმავდა, რასაც ძველმა მეტოქეობამაც შეუწყო ხელი...
კომენტარის დატოვება შეუძლია მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებელს!
ამ პროდუქტისთვის დამატებითი აღწერა არ არის.